Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№ 20/29 - 01

10.09.2024

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომის დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიების შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და  მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი ღაღანიძე გიორგი - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) პროფესორი  თოდუა ნუგზარ;

გ) პროფესორი ნარმანია დავით;

დ) პროფესორი საბაური ლევან;

ე) პროფესორი სიჭინავა დემურ;

ვ) პროფესორი შენგელია თემურ;

ზ) პროფესორი ხელაშვილი იოსებ;

თ) ასოცირებული პროფესორი კაციტაძე ნანა;

ი) ასოცირებული პროფესორი პაიჭაძე ნუგზარ;

კ) ასოცირებული პროფესორი ღუდუშაური ლეილა;

ლ) ასოცირებული პროფესორი ჩოხელი ეკა;

მ) ასოცირებული პროფესორი ხარაძე ნატალია;

ნ) ასოცირებული პროფესორი კაკაშვილი ნატო - კომისიის მდივანი.

2. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა ბიზნესის ადმინისტრირების საგანამანათლებლო პროგრამის მიმართულებით (მოდული - მენეჯმენტი),  განხორციელდება 2024 წლის 19 სექტემბერს, 10.00 საათზე, შემდეგ მისამართზე:  ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, კორპუსი 10, ოთახი 609.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი     პროფესორი                      გიორგი ღაღანიძე